თეთრი სახლი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ ჯო ბაიდენის გეგმას აქვეყნებს

თეთრი სახლი -ის უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ ს გეგმას აქვეყნებს.
„პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა, რომ არავინ, არც პრეზიდენტი და არც უზენაესი სასამართლო, კანონზე მაღლა არ დგას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯო ბაიდენის გეგმა სულ სამ რეფორმას მოიცავს, რომელთაგან პირველი, შესწორება სახელწოდებით „კანონზე მაღლა არავინ დგას“ აცხადებს, რომ კონსტიტუცია ფედერალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, სასამართლო პროცესისგან ან სასჯელისგან იმუნიტეტს არ ითვალისწინებს.
მეორე რეფორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადების შეზღუდვას გულისხმობს. ბაიდენის წინადადების თანახმად, პრეზიდენტი მოსამართლეს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ დანიშნავს, რომელიც უზენაეს სასამართლოში 18 წლით იმსახურებს.
მესამე რეფორმა უზენაესი სასამართლოსთვის ქცევის სავალდებულო კოდექსს წარმოადგენს.
წესები, რომლებიც კონგრესმა უნდა მიიღოს, მოითხოვს, რომ მოსამართლეებმა მიღებული საჩუქრები გაასაჯაროონ და საჯარო პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ. ჯო ბაიდენი თვლის, რომ ქცევის სავალდებულო კოდექსი, რომელიც ყველა სხვა ფედერალურ მოსამართლეზე ვრცელდება, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზეც უნდა გავრცელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ