თეთრი სახლი – გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს – სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის

აშშ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს – სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის, – ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის ცნობით, -ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია „მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს“.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და ამას არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკავებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენება ყოველთვის ვარიანტად რჩება“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამასთან, CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკელ კონგრესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიის შეძენას გეგმავს.