თეთრი სახლი – არ გვსურს, საავადმყოფოში იარაღით ბრძოლა ვიხილოთ

თეთრი სახლი ისრაელის მიერ ალ-შიფას საავადმყოფოში დაწყებულ ოპერაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ სურთ, საავადმყოფოში, სადაც უდანაშაულო ადამიანები სამედიცინო დახმარების მისაღებად იმყოფებიან, იარაღებით ბრძოლა მიმდინარეობდეს, ან მასზე საჰაერო დარტყმა განხორციელდეს.
„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმას და არ გვინდა ვიხილოთ იარაღებით ბრძოლა საავადმყოფოში, სადაც უდანაშაულო ადამიანები, უმწეო ადამიანები, ავადმყოფები, რომლებიც ცდილობენ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, ჯვარედინ ცეცხლში მოხვდნენ,“- განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა.
მან გაიმეორა -ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ საავადმყოფოები და პაციენტები დაცული უნდა იყვნენ.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ნაწილში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ