თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს დეკემბერში უკრაინის დასაფინანსებლად თანხები ამოეწურება, თუ კონგრესი არ იმოქმედებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაუდებელი დამატებითი ხარჯების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც კვირების განმავლობაში შეჩერებულია.
მისივე განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს გამოაცხადოს უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი ამ თვეში, მაგრამ ამის შემდეგ დაფინანსება შეწყდება.
“როცა ეს გაკეთდება… ჩვენ აღარ გვექნება შევსების უფლებამოსილება. და ჩვენ გვჭირდება კონგრესი, რომ იმოქმედოს დაუყოვნებლად”,- თქვა კირბიმ.