თეთრი სახლი „ამერიკის ხმაზე“ – ს აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელები აღარ გადაიხდიან რადიკალური პროპაგანდის გამო

პრეზიდენტ ს აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელები აღარ გადაიხდიან რადიკალური პროპაგანდის გამო, – ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც „ამერიკის ხმის“ წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებზე, მათ შორის მიკერძოებულობაზეა საუბარი.
„”ამერიკის ხმის” ხელმძღვანელობამ უთხრა თანამშრომლებს, არ უწოდონ „ჰამასს“ და მის წევრებს ტერორისტები, გარდა განცხადებების ციტირებისა“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.
ამასთან, განცხადებაში ციტირებულია გამოცემა Daily Caller-ის ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ “ამერიკის ხმის“ მრავალმა რეპორტიორმა გამოაქვეყნა ტრამპის საწინააღმდეგო კონტენტი სოციალურ მედიაში.
თეთრი სახლის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს „ამერიკის ხმამ“ დაწერა, რომ „ბრალდებებმა იმის შესახებ, რომ რუსეთმა ითამაშა როლი ტრამპის სასარგებლოდ სკანდალის გამყარებაში, შეიძლება შეარყიოს ელექტრონული ფოსტის სანდოობა“, შეამცირა რა ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის ისტორიის მართებულობას.
ამასთან, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 2020 წლის ივლისში „ამერიკის ხმა“ გააკრიტიკეს „სიუჟეტისა და ვიდეოს გაზიარებისთვის, რომელიც ზედმეტად ხელსაყრელი ჩანდა „დემოკრატების“ სავარაუდო კანდიდატ სთვის“.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ “ამერიკის ხმის” სრულ განაკვეთზე დასაქმებულმა თანამშრომლებმა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებიდან ელექტრონულ წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება გადის ჩამოშლაზე, რაც შეუძლებელია მოხდეს ქუჩის გარეშე, საქართველო კი რუსული და ირანული ფულის „სარეცხის მანქანა“ გახდა, „შავი ხვრელია“, სადაც სანქცირებული ტვირთი შემოდის

აზერბაიჯანის პრემიერი – აზერბაიჯანს და საქართველოს წამყვანი როლი აქვთ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში, რომ ახალი სატრანსპორტო მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას – ჩვენი ქვეყნები სანდო პარტნიორები არიან

შალვა პაპუაშვილი – ზვიად ცეცხლაძე, რომელთანაც, ევროკავშირის ელჩს, როგორც აღმოჩნდა, მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავდა ქუჩის ომს – ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა