თეთრი სახლი ადასტურებს, რომ უკრაინას რუსეთზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის ნება დართეს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის განხორციელების ნებართვა მიიღო, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კირბის თქმით, შეერთებულმა შტატებმა „ფაქტობრივად შეცვალა მითითებები“ ATACMS-ის რაკეტების გამოყენების შესახებ და ახლა უკრაინელებს „შეუძლიათ მათი გამოყენება კონკრეტული ტიპის სამიზნეების დასარტყმელად“.
„მათ ახლა შეუძლიათ გამოიყენონ ATACMS, რათა დაიცვან თავი დაუყოვნებლივ საჭიროების შემთხვევაში. ახლა კი ცხადია, რომ ეს ხდება კურსკის ოლქში“, – აღნიშნა კირბიმ.
უკრაინული მედია წერს, რომ კირბის სიტყვები გახდა პირველი ოფიციალური დადასტურება, რომ უკრაინამ ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის ნებართვა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო