აშშ რუსეთის წინააღმდეგ მეორად სანქციებს 8 აგვისტოს შემოიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსებს სურთ შეერთებულ შტატებთან ჩართულობის გაგრძელება. მეორადი სანქციების შემოღება მაინც მოსალოდნელია პარასკევს [8 აგვისტოს],” – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმოადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრამ “კარგად ჩაიარა”, მაგრამ ვაშინგტონი მაინც გეგმავს პარასკევს რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების შემოღებას.
ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმოადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დასრულდა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა.
