თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპი სირიისთვის სანქციების მოხსნის ბრძანებას ხელს მოაწერს

ამის შესახებ ინფორმაციას “Reurers”-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ამით დასრულდება ქვეყნის იზოლაცია საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, რაც შეესაბამება ვაშინგტონის დაპირებას, დაეხმაროს სირიას დამანგრეველი სამოქალაქო ომის შემდეგ აღდგენაში.
თუმცა თეთრი სახლის თანახმად, სანქციები შენარჩუნდება რიგი პერსონების მიმართ.
“ეს ნაბიჯი -ს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს სანქციები სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, მისი თანამოაზრეების, ადამიანის უფლებების დამრღვევების, ნარკოტიკებით მოვაჭრეების, ქიმიური იარაღის საქმიანობასთან დაკავშირებული პირების, „ისლამური სახელმწიფოსა“ და ISIS-ის შვილობილი და ირანის მოკავშირეების მიმართ”, – განუცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლევიტმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე.
როგორც გამოცემა წერს, ასადი დეკემბერში ისლამისტების ხელმძღვანელობით მოქმედმა ამბოხებულებმა დაამხეს და მას შემდეგ სირიამ ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო კავშირების აღსადგენად, მაგრამ ქვეყანა კვლავ არასტაბილურია.
სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა და ტრამპი მაისში შეხვდნენ ერ-რიადში, სადაც, პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად, ტრამპმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ გააუქმებდა აშშ-ის სანქციებს სირიის წინააღმდეგ.