თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი – ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს ისრაელისკენ მიმართული რაკეტების ჩამოგდება უბრძანა

ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს სკენ მიმართული რაკეტების ჩამოგდება უბრძანა, – ამის შესახებ თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი, შონ სავეტი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ყურადღებით აკვირდებიან ისრაელის წინააღმდეგ ირანის თავდასხმას და მათი ეროვნული უსაფრთხოების გუნდისგან რეგულარულ განახლებებს იღებენ.
„აშშ-ის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების სამხედროებს უბრძანა დაეხმარონ ირანული თავდასხმის წინააღმდეგ ისრაელის თავდაცვას და ისრაელისკენ მიმართული რაკეტები ჩამოაგდონ,” – წერს სავეტი.