თეთრი სახლის პრესსპიკერი – პუტინმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წამოაყენა, დონალდ ტრამპს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის ხილვა სურს

დონალდ ტრამპს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა სურს , – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ს პრეზიდენტის, ს მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ში ცეცხლის შეწყვეტას.
„პრეზიდენტ ტრამპს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა სურს. როგორც ვიცი, პუტინმა დღეს დილით დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წამოაყენა. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ მას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის ხილვა სურს, პირველ რიგში, მკვლელობების დასასრულებლად, სისხლისღვრის შესაჩერებლად“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
ამასთან, ვატიკანში, -ისა და უკრაინის პრეზიდენტების, სა და ს შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კეროლაინ ლევიტმა უპასუხა, რომ „ორივე ქვეყნის ლიდერით [ და ] იმედგაცრუებულია“.
„მიუხედავად ამისა, ის ოპტიმისტურად განწყობილი რჩება, რომ შეთანხმების მიღწევა შეუძლია, მაგრამ ასევე, რეალისტურადაც არის განწყობილი, რომ ორივე ლიდერი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მივიდეს და ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვონ“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა