თეთრი სახლის პრესსპიკერი: ირანში 800 ადამიანი დაინდეს სიკვდილით დასჯისგან, ტრამპი ყურადღებით აკვირდება ვითარებას, მაგრამ ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება

ირანში 800 ადამიანი დაინდეს სიკვდილით დასჯისგან, ტრამპი ყურადღებით აკვირდება ვითარებას, მაგრამ ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება.

ამის შესახებ თეთრი სახლსი პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

,,ვიცი, რომ ბევრი სპეკულაცია იყო მედიაში იმის თაობაზე, თუ რას იზამს პრეზიდენტი ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში ან ნებისმიერ კონკრეტულ ღამეს. იმას ვიტყვი, რომ ვკითხულობდი მათ და ბევრი ეს ისტორია ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა, რომლებსაც თავი მოაქვთ ან ცდილობენ გამოიცნონ რას ფიქრობს პრეზიდენტი. სიმართლე ის არის, რომ მხოლოდ პრეზიდენტმა ტრამპმა იცის რას იზამს და მრჩევლების ძალიან-ძალიან პატარა გუნდმა იცის მისი აზრები ამაზე.როგორც ახლა გითხარით, ის აგრძელებს ირანში მიწაზე არსებული ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას. როგორც გუშინ ვნახეთ, მან გაიგო, რომ მკვლელობები და სიკვდილით დასჯები შეწყდება. და დავინახეთ, რომ ამის შედეგად 800 ადამიანის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. პრეზიდენტი აგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას, მაგრამ ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება,” – განაცხადა ლევიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი: პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს, სულ ყველამ წააგო – ოპოზიციაში კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის, თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, უნდა იყოს ასიმეტრიული და კარგი იქნება თუ პარტიები გამსხვილდებიან

სალომე სიმონია: ისედაც მილიონერმა დეპუტატებმა, ბოლო 2 წელში საკუთარი ხელფასები 8 200 ლარით გაზარდეს და თვეში 12 800 ლარი დაინიშნეს. ხოლო, საარსებო მინიმუმი პირიქით, შეგვიმცირეს და 250,9 ლარი დაგვიწესეს