თეთრი სახლის პრესსპიკერი – დონალდ ტრამპს ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია, მაგრამ დიპლომატია პირველი ვარიანტია

დონალდ ტრამპს ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია, მაგრამ დიპლომატია პირველი ვარიანტია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რაც პრეზიდენტ ტრამპს ძალიან კარგად გამოსდის, არის ის, რომ ყველა შესაძლებლობას ძალაში ტოვებს და ავიაიერიშები შესაძლოა ერთ-ერთი იყოს იმ მრავალი ვარიანტიდან, რომელიც განიხილება. პრეზიდენტისთვის დიპლომატია ყოველთვის პირველი ვარიანტია. პრეზიდენტმა აჩვენა, რომ მას სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია და ეს ირანზე კარგად არავინ იცის“, – განაცხადა ლევიტმა.

მისი თქმით, -მა ირანისგან გზავნილები მიიღო და „მათი შესწავლით დაინტერესებულია“.

„ის, რასაც ირანის რეჟიმისგან საჯაროდ ისმენთ, განსხვავდება იმ გზავნილებისგან, რომელსაც ადმინისტრაცია კერძო კომუნიკაციით იღებს“, – აღნიშნა ლევიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია