თეთრი სახლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ირანელი ლიდერია ლიკვიდირებული

ირანში ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ლიდერია ლიკვიდირებული , – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ რადიკალური რეჟიმისა და მისი ტერორისტი ლიდერებისთვის ხელის შეშლა, რომ ამერიკასა და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს არ დაემუქრონ, აუცილებელ მიზანს წარმოადგენს. ტერორისტების მოკვლა ამერიკისთვის კარგია“, – წერს ლევიტი X-ზე.

მისი თქმით, „ამერიკა გაიმარჯვებს – ტერორისტები დამარცხდებიან“.

„47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმი აქტიურად ხელს უწყობდა ამერიკელების მკვლელობას, თანაც სკანდირებდა „სიკვდილი ამერიკას“ და აფინანსებდა ტერორისტებს, რომლებიც ცდილობენ და სრულიად დასავლური ცივილიზაცია გაანადგურონ. წინა ამერიკელი ლიდერები ზედმეტად სუსტები იყვნენ, რომ რამე გაეკეთებინათ. პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს მათი სასტიკი თავდასხმები დასრულდება“, – აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი.

ასევე დაგაინტერესებთ