თეთრი სახლის პრესსპიკერი – არასდროს ვყოფილვართ მშვიდობასთან ისე ახლოს, როგორც ამ მომენტში ვართ

მშვიდობასთან ისე ახლოს არასდროს ვყოფილვართ, როგორც ახლა ვართ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მშვიდობასთან ისე ახლოს, როგორც ამ მომენტში ვართ. პრეზიდენტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს“, – განაცხადა ლივიტმა.
კეროლაინ ლივიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხვალ -ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება.
ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერი ფრანგი ევროპარლამენტარის, რაფაელ გლუკსმანის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ -მა საფრანგეთს თავისუფლების ქანდაკება უნდა დაუბრუნოს.
„ჩემი რჩევა ამ უსახელო ფრანგი დაბალი დონის პოლიტიკოსისთვის იმის შეხსენება იქნება, რომ სწორედ აშშ-ის დამსახურებით არ საუბრობენ დღეს ფრანგები გერმანულად. ამიტომ, ისინი მადლიერები უნდა იყვნენ ჩვენი დიდებული სახელმწიფოს მიმართ“, – აღნიშნა ლივიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე