თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ილონ მასკი მალე დატოვებს თანამდებობას, “ნაგავია”

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა „პოლიტიკოს“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შიდა წრეს ეუბნება, რომ ილონ მასკი მალე დატოვებს “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს”, “ნაგავი“ უწოდა.
როგორც კაროლაინ ლევიტმა X-ზე განაცხადა, მასკი თანამდებობას “დატოვებს, როდესაც მისი სამუშაო დასრულდება”, თუმცა მან არ დააკონკრეტა ვადები.
Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დონალდ ტრამპი შიდა წრეს ეუბნება, რომ ილონ მასკი მალე დატოვებს გუნდს.
წყაროების ცნობით, ტრამპი კმაყოფილია მასკითა და მისი “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის” ინიციატივით, მაგრამ ბოლო დღეებში ორივენი შეთანხმდნენ, რომ დროა მასკი თავის ბიზნესს დაუბრუნდეს და დამხმარე როლი აიღოს. მათი ინფორმაციით, -ის პრეზიდენტმა ეს თავის შიდა წრეს, მათ შორის თავისი კაბინეტის წევრებს გაუზიარა. მასკი თავის ამჟამინდელ როლს მომდევნო კვირებში ჩამოშორდება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ბევრი წევრი და გარე მოკავშირე ფრუსტრირებული გახდა ილონ მასკის არაპროგნოზირებადობითა და მას სულ უფრო მეტად პოლიტიკურ „ნაკლად“ განიხილავდნენ.
წყაროების ცნობით, ტრანზიცია, დიდი ალბათობით, დაემთხვევა მასკის, როგორც “მთავრობის სპეციალური თანამშრომლის” ვადის ამოწურვას, რომელიც დროებით ათავისუფლებს მას გარკვეული ეთიკური და ინტერესთა კონფლიქტების წესებისგან. აღნიშნული 130-დღიანი ვადის ამოწურვა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში არის მოსალოდნელი.