თეთრიწყაროში მამაკაცი დაჭრეს

თეთრიწყაროში მამაკაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.