თევსაჭერი გემი დაიწვა და ჩაიძირა, რის გამო ატლანტის ოკეანეში ნავთობი ჩაიღვარა

12 მარტს, გრან-კანარიის სანაპიროსთან თევზსაჭერ გემს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა. ეკიპაჟის სამივე წევრი მაშველებმა გადაარჩინეს.
ესპანეთის საზღვაო-სამაშველო და უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, „მონტეს ი საბინოს“ ჩაძირვის შემდეგ, ატლანტის ოკეანის ზედაპირზე 900 მეტრი სიგრძის და 150 მეტრი სიგანის ნავთობის ლაქა წარმოიშვა.
ამჟამინდელი ამინდის პირობებიდან გამომდინარე, არ არსებობს იმის საფრთხე, რომ ნავთობი სანაპირომდე მიაღწევს. სააგენტოს განცხადებით, ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, საჰაერო ფრენები ხორციელდებოდა.
სააგენტომ დამატებით შემდეგი შინაარსის ინფორმაციაც გაავრცელა:
„ტელდეს სანაპიროდან დაახლოებით 3,5 მილში ხანძრის შედეგად თავზსაჭერი გემის, „მონტეს ი საბინოს“ ჩაძირვის შემდეგ, ლას-პალმასის საზღვაო სამსახურმა საზღვაო გეგმის საგანგებო ფაზა N1 გაააქტიურა. ეკიპაჟის სამივე წევრი გადარჩენილია. მათ რაიმე დაზიანებები არ მიუღიათ“.
„შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია დაახლოებით 900 მეტრი სიგრძის და 150 მეტრი სიგანის ნავთობის ლაქა. როგორც ამინდის პროგნოზზე დაფუძნებული მოდელირება აჩვენებს, არ არსებობს რაიმე ნიშნები იმისა, რომ დაბინძურებამ, შესაძლოა, სანაპირომდე მიაღწიოს“.
„აღმოჩენილი ნავთობის ლაქა წარმოიშვა 2 000 ლიტრი დიზელის საწვავისა და 50 ლიტრი საპოხი ზეთისგან, რომელიც 500-600 მეტრის სიღრმეში ჩაძირულ თევზსაჭერ გემზე ინახებოდა“.
„მექანიკური დისპერსიის სამუშაოებს ამჟამად „სალვამენტო მარიტიმოს“ კუთვნილი გემი „სალვანმარ ნუნკი“ აწარმოებს, ხოლო ნავთობის ლაქის მონიტორინგისთვის დაგეგმილ ფრენებს კანარის კუნძულების მთავრობის შვეულმფრენი ახორციელებს“.
წყარო: 1tv.ge