თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ

22 წლის თედო აბრამოვი, რომელიც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, პოლიტპატიმარ ბიჭებს მიმართავს.
“ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ უდანაშაულოდ გამოკეტილი, პირველ რიგში, ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. მეგობრებო, ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით სულ ყველას. აქ ვინც ხართ, დაიმახსოვრეთ, ახლა ხართ ერთით მეტნი.
მეგობრებო, ერთადერთი, რაც გაგვაჩნია, არის მოთმინება და იქ ბიჭების ერთობა ვნახე, ძმობა, ყველანაირი ურთიერთობა და ერთმანეთის გამტანობა. ბიჭები არიან ძალიან ყოჩაღად და მასე განაგრძეთ!”, – ამბობს ის.
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ მან განაჩენის გამოცხადების მომენტზეც ისაუბრა და თქვა:
“მოსამართლის არ მესმოდა, გათიშული ვიყავი და ხალხის ყვირილმა გამომაფხიზლა”.
თედო აბრამოვმა გიორგი ახობაძის გათავისუფლების მომენტის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
“გიორგი ახობაძის მომენტში ბიჭები ფეხბურთს ვთამაშობდით და იქ რომ ვიყავით, უცებ გამახსენდა, რომ პროცესი იყო და რომ დავინახეთ, ლაივი, სასწაული შეგრძნება იყო”, – თქვა თედო აბრამოვმა.
***