თედო აბრამოვის სიტყვა: სულგაყიდულმა გამომამწყვდიეს გალიაში, მომწყვიტეს ოჯახს, მეგობრებს, ბებოს… ხელფეხშეკრული უყურებ წყეულ კედლებს

“ციხეში დრო უბრალოდ, არ გადის – ხელფეხშეკრული უყურებ წყეულ კედლებს.” – ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, 22 წლის თედო აბრამოვმა სასამართლო პროცესზე, დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

მისი თქმით, სისტემამ ის საყვარელ ოჯახს, ბებიას მოწყვიტა, როცა საქმეში მის წინააღმდეგ ნული მტკიცებულებაა:

დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე, იმის ფიქრში, რა ხდება ჩემს ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს. იმ სულგაყიდულმა, ორფეხა მოსიარულე არსებებმა რაღაც გალიაში გამომამწყვდიეს და მომწყვიტეს ოჯახს, მეგობრებს, ჩემს ბებოს.

აბსურდული ბრალდებით, ნული მტკიცებულებაა ბატონო მოსამართლე, შეეძლო ჩემი ტელეფონი გაეჩხრიკათ, არ მაქვს შესაძლებლობა ჩავატარო გამოძიება, მე არ ვარ გამომძიებელი…

იძახიან შეძენა-შენახვაო, მე ხომ ვზივარ სკამზე როგორც ბრალდებული ამ მუხლით? არ აინტერესებთ საიდან მოვიტანე? რატომ არაფერი კეთდება ამასთან დაკავშირებით? მომწყვიტეს რეალობას და მომაქციეს სრულ ვაკუუმში…

ამ დიდ მინუსს, დიდი პლუსი აქვს – დამაახლოვეს საკუთარ თავთან და ღმერთთან…არანაირი სიძულვილი, არანაირი ბრაზი, ზიზღი, იმ საშინელებისთვის, რისი მომსწრეც გავხდი… ვერავის ვერ გაგიმეტებთ ამისთვის, ბატონო მოსამართლე, ბატონო პროკურორო, სერიოზული სკოლაა, ასე დავარქვი…

საშინელებაა ეს ყველაფერი, ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება დადგეს, რომ დავბრუნდე ჩემს ოჯახთან, ჩემს ბებიასთან”- თქვა სინდისის პატიმარმა. 

  • თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს. თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
  • აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თედო აბრამოვი და მისი ადვოკატები ამბობენ, რომ სამოქალაქო აქტივისტს ნარკოტიკები ჩაუდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება