თედო აბრამოვის გამამართლებელ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნარკოდანაშაულში ბრალდებულის თედო აბრამოვის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“, რომლის წონაც 4,41548 გრამს შეადგენს.
„საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“ (3,4 – მეთილენდიოქსიმეტაფეტამინი) წონით 4,41548 გრამს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?