„თეგეტა ჰოლდინგმა“ MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსების საქართველოში შემოყვანა დაიწყო

ჰოლდინგმა“ MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსების საქართველოში შემოყვანა დაიწყო. 17 ერთეული MAN Lion’s City 18C ამ ეტაპზე საბაჟო პროცედურებს გადის. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ახალი ავტობუსების შემოყვანაზე ჰოლდინგმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიმდინარე წელს გაიმარჯვა. ტენდერის პირობების თანახმად, თბილისის მუნიციპალური პარკისთვის ავტობუსების გადაცემა 2024 წლის პირველი ნახევრიდან უნდა დაწყებულიყო. „თეგეტა ჰოლდინგმა“ კი, როგორც MAN-ის ოფიციალურმა დილერმა საქართველოში, ავტობუსების პირველი ერთეულების შემოყვანა ტენდერით გათვალისწინებულ ვადებზე ადრე უზრუნველყო.
ტენდერის პირობების თანახმად, პირველ ეტაპზე ჰოლდინგი 50 ერთეულ ავტობუსს 2024 წლის 1 აპრილამდე შემოიყვანს. დარჩენილი რაოდენობა კი 2024 წლის ბოლომდე ჩამოვა საქართველოში. ჯამში, დედაქალაქის მუნიციპალური ავტოპარკი 160 ერთეული უახლესი, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებით განახლდება.
თბილისისთვის განკუთვნილ MAN Lion’s City 18C სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ავტობუსს 4 ასასვლელი კარი აქვს და 162 მგზავრზეა გათვლილი. დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, რომლებიც სრულად შეესაბამება თბილისის კლიმატურ პირობებს. ავტობუსი აღჭურვილია Wi-Fi სისტემებით და USB დატენის 8 წერტილით, რომლებიც თანაბრად ნაწილდება სამგზავრო განყოფილებაში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ MAN Lion’s City 18C-ს შემოყვანა მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი მიმართულებითაც, რადგან ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის CNG ძრავაზე მომუშავე ტრანსპორტი, სხვა მოდელებთან შედარებით, გარემოსთვის გაცილებით უსაფრთხოა და CO2-ის ემისიის შემცირებას უწყობს ხელს.
აღსანიშნია, რომ „თეგეტამ“ 100-ამდე ერთეული ავტობუსი ს მერიას ვადაზე ადრე გადასცა, სადაც ჰოლდინგი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული გახდა.
ცნობისთვის: თბილისის მერია Man-ის მარკის, 18-მეტრიან ბუნებრივ აირზე მომუშავე 160 ახალ ავტობუსის ტენდერში გამარჯვებულად მიმდინარე წლის მაისში “” გამოცხადდა, შესაბამისად კომპანიასთან 259 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდება.
“თეგეტა მოტორსის” მიერ წარდგენილი საფასო ცხრილის თანახმად, ერთი ავტობუსის ღირებულება 1,527,660 ლარია, ხოლო 200,000 კილომეტრზე ერთი ავტობუსის დამატებითი ტექნიკური მომსახურების ღირებულება 91,099 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ავტობუსის შესყიდვის და 200,000 კილომეტრზე მისი ფლობის საფასური 1,618,759 ლარს შეადგენს.