· თეგეტას შეთავაზებამ ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია. 20 000 000 ლარის ობლიგაციები 86-მა ფიზიკურმა პირმა შეიძინა
„თეგეტა ჰოლდინგმა“, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად, ლარში დენომინირებული, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ობლიგაციების მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტია თიბისი კაპიტალი.