ნარჩენების მართვის ეფექტიანობა, ეკომეგობრული ინიციატივები და თეგეტას გარემოსდაცვითი პოლიტიკა – ამ საკითხებზე „თეგეტა აკადემიაში“ დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებთან ერთად ისაუბრეს. მოსწავლეებს „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა და კომპანიის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ დოლიძემ უმასპინძლეს.