„თეგეტა სტუდენტებისთვის“ – ჰოლდინგი სტაჟირების პროგრამას იწყებს

“ სტუდენტებს ახალ შესაძლებლობას აძლევს. „ სტუდენტებისთვის“ პროგრამის ფარგლებში ჰოლდინგი ათობით ვაკანსიას აცხადებს. სტუდენტები 6 თვის განმავლობაში დეტალურად გაეცნობიან მათთვის საინტერესო მიმართულებებს და, მოქნილი გრაფიკის პირობებში, მიიღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნა-გამოცდილებას.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს შემდეგი მიმართულებები:
· მარკეტინგი
· სტრატეგიული კომუნიკაციები
· ადამიანური კაპიტალის მართვა
· ფინანსები
· ინფორმაციული ტექნოლოგიები (IOS/Android Development)
· კომერცია (პროდუქტები / გაყიდვები / ბრენდები)
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს ორი ეტაპის – ტესტირებისა და გასაუბრების გავლა მოუწევთ. შერჩეული კანდიდატები ჩაერთვებიან ექვსთვიან პროგრამაში მათ მიერ არჩეული ერთი ან ორი მიმართულებით.
ლიკა ბერუაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ორგანიზაციული განვითარების დირექტორი: „ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სტაჟირების ახალი პროგრამის – „თეგეტა სტუდენტებისთვის“ – დაწყებამდეც არაერთი კამპანია გვქონდა, რომლებიც სწორედ ახალგაზრდების განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისკენ იყო მიმართული. ცოტა ხნის წინ დაინტერესებულ ახალგაზრდებს მივეცით „თეგეტა ჰოლდინგში“ ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობა. იმ სტუდენტებს, რომლებსაც სრულ განაკვეთზე მუშაობა არ შეუძლიათ, თუმცა მუშაობის საჭიროება აქვთ, გამოვუყავით კონკრეტული ვაკანსიები, რომლებიც მათ სასწავლო განრიგს მოვარგეთ. „თეგეტა ჰოლდინგი“ სტუდენტების განათლების, დასაქმებისა თუ დაფინანსების პროექტებში აქტიურადაა ჩართული. სტაჟირების ახალი პროგრამა – „თეგეტა სტუდენტებისთვის“ – ისევ და ისევ ახალგაზრდების გაძლიერებისკენაა მიმართული“.
„თეგეტას“ გუნდი მზადაა, მოერგოს სტაჟირების მსურველთა სასწავლო განრიგს. მოქნილი სამუშაო გრაფიკის/ნახევარი განაკვეთის პირობებში, კანდიდატები შეიძენენ ცოდნას მათთვის სასურველი სფეროს ირგვლივ, ჩაერთვებიან სამუშაო პროცესებში და წინასწარ გაწერილი სასწავლო გეგმით მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას პროფესიონალებისგან. მსგავსი პროგრამების განხორციელების გამოცდილება „თეგეტა ჰოლდინგს“ უკვე აქვს. კომპანია ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა თუ დაფინანსების პროექტებში აქტიურად და სისტემატურადაა ჩართული.
ვერიკო სიტნიკოვი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „სტაჟირების პროგრამა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ პირველი არ არის. ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები მუდმივად გვაქვს. თუმცა პროგრამა „თეგეტა სტუდენტებისთვის“ სტაჟირების განსხვავებული შესაძლებლობაა, რომელიც უფრო მეტად სტუდენტების პროფესიულ თვითგამორკვევაზეა ორიენტირებული. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მათთვის საინტერესო სფეროების გაცნობის შესაძლებლობა მივცეთ, რაც მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში განსხვავებულია ისიც, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ როგორც ერთი, ისე ორი სხვადასხვა მიმართულება. მაგალითად, თუ ახალგაზრდას ადამიანური რესურსების მართვაც აინტერესებს და მარკეტინგიც, შეუძლია დრო გაანაწილოს და სამ-სამი თვის განმავლობაში სასურველ პროფესიას ჯერ ერთ დეპარტამენტში გაეცნოს, შემდეგ კი სტაჟირება სხვა მიმართულებით გაიაროს. განვითარების შესაძლებლობის პარალელურად, „თეგეტა ჰოლდინგი“ სტაჟიორ სტუდენტებს სტიპენდიასაც დაუნიშნავს. დაინტერესების შემთხვევაში კი დასაქმებაშიც დაეხმარება. მათ მაქსიმალურად მოქნილ და სალექციო განრიგებზე მორგებულ გრაფიკს შევთავაზებთ, რათა მუშაობისა და სწავლის შეთავსება შეძლონ“.
სტაჟირების პროგრამა „თეგეტა სტუდენტებისთვის“ 15 ნოემბერს დაიწყო. ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპი დეკემბრიდან იგეგმება. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ თეგეტას დასაქმების პორტალზე jobs.pointer.ge
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.