„თეგეტა სტუდენტებისთვის“ – ჰოლდინგი სტაჟირების პროგრამას იწყებს

“ სტუდენტებს ახალ შესაძლებლობას აძლევს და „ სტუდენტებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, ჰოლდინგი ათობით ვაკანსიას აცხადებს. სტუდენტები 6 თვის განმავლობაში დეტალურად გაეცნობიან მათთვის საინტერესო მიმართულებებს და მოქნილი გრაფიკის პირობებში, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნა-გამოცდილებას მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა“ ავრცელებს.
კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამაში მონაწილეობა ყველას შეუძლია, ვისაც შემდეგი მიმართულებები აინტერესებს: მარკეტინგი; სტრატეგიული კომუნიკაციები; ადამიანური კაპიტალის მართვა; ფინანსები; ინფორმაციული ტექნოლოგიები (IOS/Android Development); კომერცია (პროდუქტები / გაყიდვები / ბრენდები).
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს ორი ეტაპის – ტესტირებისა და გასაუბრების გავლა მოუწევთ. შერჩეული კანდიდატები მათ მიერ არჩეული ერთი ან ორი მიმართულებით ექვსთვიან პროგრამაში ჩაერთვებიან.
„ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სტაჟირების ახალი პროგრამის – „თეგეტა სტუდენტებისთვის“ – დაწყებამდეც არაერთი კამპანია გვქონდა, რომლებიც სწორედ ახალგაზრდების განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისკენ იყო მიმართული. ცოტა ხნის წინ დაინტერესებულ ახალგაზრდებს „თეგეტა ჰოლდინგში“ ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობა მივეცით. იმ სტუდენტებს, რომლებსაც სრულ განაკვეთზე მუშაობა არ შეუძლიათ, თუმცა მუშაობის საჭიროება აქვთ, კონკრეტული ვაკანსიები გამოვუყავით, რომლებიც მათ სასწავლო განრიგს მოვარგეთ. „თეგეტა ჰოლდინგი“ სტუდენტების განათლების, დასაქმებისა თუ დაფინანსების პროექტებში აქტიურადაა ჩართული. სტაჟირების ახალი პროგრამა – „თეგეტა სტუდენტებისთვის“ – ისევ და ისევ ახალგაზრდების გაძლიერებისკენაა მიმართული“, – განაცხადა ლიკა ბერუაშვილმა, „თეგეტა ჰოლდინგის“ ორგანიზაციული განვითარების დირექტორმა.
„თეგეტას“ გუნდი მზადაა, სტაჟირების მსურველთა სასწავლო განრიგს მოერგოს. მოქნილი სამუშაო გრაფიკის/ნახევარი განაკვეთის პირობებში, კანდიდატები ცოდნას მათთვის სასურველი სფეროს ირგვლივ შეიძენენ, ჩაერთვებიან სამუშაო პროცესებში და წინასწარ გაწერილი სასწავლო გეგმით მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას პროფესიონალებისგან. მსგავსი პროგრამების განხორციელების გამოცდილება „თეგეტა ჰოლდინგს“ უკვე აქვს. კომპანია ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა თუ დაფინანსების პროექტებში აქტიურად და სისტემატურადაა ჩართული.
„სტაჟირების პროგრამა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ პირველი არ არის. ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები მუდმივად გვაქვს. თუმცა პროგრამა „თეგეტა სტუდენტებისთვის“ სტაჟირების განსხვავებული შესაძლებლობაა, რომელიც უფრო მეტად სტუდენტების პროფესიულ თვითგამორკვევაზეა ორიენტირებული. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მათთვის საინტერესო სფეროების გაცნობის შესაძლებლობა მივცეთ, რაც მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში განსხვავებულია ისიც, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ როგორც ერთი, ისე ორი სხვადასხვა მიმართულება. მაგალითად, თუ ახალგაზრდას ადამიანური რესურსების მართვაც აინტერესებს და მარკეტინგიც, შეუძლია დრო გაანაწილოს და სამ-სამი თვის განმავლობაში სასურველ პროფესიას ჯერ ერთ დეპარტამენტში გაეცნოს, შემდეგ კი, სტაჟირება სხვა მიმართულებით გაიაროს. განვითარების შესაძლებლობის პარალელურად, „თეგეტა ჰოლდინგი“ სტაჟიორ სტუდენტებს სტიპენდიასაც დაუნიშნავს. დაინტერესების შემთხვევაში კი, დასაქმებაშიც დაეხმარება. მათ მაქსიმალურად მოქნილ და სალექციო განრიგებზე მორგებულ გრაფიკს შევთავაზებთ, რათა მუშაობისა და სწავლის შეთავსება შეძლონ“,- განაცხადა ვერიკო სიტნიკოვმა, „თეგეტა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
„სტაჟირების პროგრამა „თეგეტა სტუდენტებისთვის“ 15 ნოემბერს დაიწყო. ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპი დეკემბრიდან იგეგმება. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ „თეგეტას“ დასაქმების პორტალზე jobs.pointer.ge.
„თეგეტა“ ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“ ჰოლდინგი, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება