„თეგეტა“ ონტოფოს ასწლოვანი ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად

ჰოლდინგი“ სოფელ ონტოფოს საუკუნოვანი ბიბლიოთეკის ტექნოლოგიურ აღჭურვაში ჩაერთო. კომპანიამ, განათლების მხარდაჭერის მიზნით, ისტორიულ სამკითხველოს მულტიფუნქციური სმარტ ბორდი გადასცა და ბიბლიოთეკა საჭირო წიგნებით შეავსო.
აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ ონტოფოში პირველი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხარდაჭერითა და ადგილობრივების ძალისხმევით 1912 წელს დაარსდა. 111 წლის შემდეგ ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები საუკუნოვანი იდეის დაცვის გარშემო გაერთიანდნენ და ტრადიციული სივრცისთვის ახალი მიზნები დასახეს.
ონტოფოს ბიბლიოთეკის განახლების მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესება და მათი ცოდნის გამრავალფეროვნებაა. ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივით, ბიბლიოთეკა საზოგადოებრივ ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც განახლებულ სამკითხველოსა და საბავშვო სივრცეში ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი იქნება. სწორედ ტექნოლოგიური აღჭურვის პროცესში ჩაერთო „“. განათლების მხარდაჭერა „თეგეტას“ CSR-ს პრიორიტეტული მიმართულებაა.
სოფელ ონტოფოს სამზრუნველოს წევრები, მოსწავლეები, მასწავლებლები და „თეგეტას“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. ადგილზე გაეცნენ განახლებული ბიბლიოთეკის კონცეფციას, მის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.
თათია ხორბალაძე, „თეგეტას“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „განათლების მხარდაჭერა „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივადაა ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. ონტოფოს ბიბლიოთეკას, როგორც „თეგეტა ქეარის“ პარტნიორ ორგანიზაციას, ამ ინიციატივის ყველა ეტაპზე ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვუერთდებით ძალისხმევას – ყველა სოფელში არსებობდეს ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ცოდნის მაძიებელი ახალგაზრდები განვითარებას, ახლის სწავლასა და შემეცნებას შეძლებენ. ასეთი სივრცეების არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის გადინების მაჩვენებელს და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთავს სოფელში მცხოვრებთა ყოველდღიურობას“.