გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. სანამ სასიამოვნო დასვენებას დაგეგმავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შორ გზაზე მგზავრობისას ავტომობილის შემოწმება ის აუცილებელი პირობაა, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას განსაზღვრავს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ზამთრის შემდეგ შემოწმებას საჭიროებს – ძრავის ზეთია. მისი მთავარი დანიშნულებაა, უზრუნველყოს მანქანის ძრავის გამართული ფუნქციონირება. ზეთი იცავს ძრავის დეტალებს კოროზიისგან. იმისათვის რომ დავიცვათ ძრავის ცვეთადი ნაწილები და ავტომობილმა გამართულად იმუშაოს, აუცილებელია შევამოწმოთ ზეთის რესურსი და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩავანაცვლოთ.