სანდრო საყვარელიძე, Europcar Georgia-ს დირექტორი: „უზბეკეთის ბაზარი ბოლო წლებია, მნიშვნელოვნად ვითარდება და დიდ შესაძლებლობებს აჩენს ბიზნესისთვის. უზბეკეთი, როგორც ქვეყანა, სულ უფრო მომხიბვლელი ხდება საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც და მიმართვიანობა ქვეყნისადმი ყოველწლიურად იზრდება როგორც ტურიზმის, ისე საერთაშორისო ინვესტიციების ნაწილში. ევროკავშირის ქვეყნებიდან, თურქეთიდან, აშშ-იდან მნიშვნელოვნად იმატა ტურისტების რაოდენობამ, ეს კი პირდაპირაა მიბმული იმ საერთაშორისო ინვესტიციებზე, რასაც სხვადასხვა ქვეყანა ახორციელებს. მეორე მხრივ, საერთაშორისო ავტოგაქირავების მიმართულება უზბეკეთში ახლა განვითარების პირველ საფეხურზეა. ჩვენი დიდი სურვილი იყო, ვყოფილიყავით პირველები, ვინც ამ ბაზარზე შევიდოდა და გამოცდილებას დანერგავდა როგორც ავტომობილების დღიური გაქირავების, ისე კორპორაციული მიმართულებით. ვფიქრობ, 2023 წელი იდეალური პერიოდი იყო იმისთვის, რომ უზბეკეთის ბაზარზე შევსულიყავით.“
დღეს Europcar Georgia 500-მდე ავტომობილითაა წარმოდგენილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. კომპანიის წარმატების საფუძველი, მრავალფეროვანი ავტოპარკის გარდა, კომფორტული სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე უწყვეტი ზრუნვაა. Europcar Georgia-ს გუნდი ორიენტირებულია პერმანენტულ განვითარებასა და მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებაზე.
სანდრო საყვარელიძე, Europcar Georgia-ს დირექტორი: „Europcar Georgia-ს დაარსების დღიდან თვალსაჩინო შედეგები აქვს, რაც Europcar-ისთვის იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ ვართ კომპანიის სტრატეგიული, სანდო პარტნიორები, რომლის მიზანია ზრდა ბაზარზე. სწორედ ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე გვენდო Europcar-ი კიდევ ერთხელ და საშუალება მოგვცა, უზბეკეთის ბაზარიც მოგვეცვა. ჩვენ შევარჩიეთ პარტნიორი – ადგილობრივი კომპანია და მასთან თანამშრომლობით ვაპირებთ, უზბეკეთში დავნერგოთ ის პროდუქტები და მომსახურება, რაც Europcar-ს საქართველოსა და ევროკავშირში აქვს.“
უზბეკეთში Europcar Georgia-ს წარმომადგენელი და პარტნიორი Avtoritet Group-ი იქნება, რომელთანაც კომპანიამ ხუთწლიანი ქვეფრანჩაიზით დაიწყო თანამშრომლობა. Avtoritet Group-ი 2007 წლიდან ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიაა უზბეკეთში. მან ოპერირება დღიური გაქირავების მიმართულებით 50 ავტომობილით დაიწყო. კომპანია ეტაპობრივად გააფართოებს მომსახურების სპექტრს და მომხმარებელს საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებასაც შესთავაზებს. Europcar Georgia, თავის მხრივ, უზბეკეთს იმ დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს, რომელმაც საქართველოში კომპანიის წარმატება განსაზღვრა.