„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia საზღვრებს აფართოებს და უზბეკეთში ახალი წარმომადგენლობით იწყებს ოპერირებას. Europcar Georgia საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. ამ დროიდან ის საერთაშორისო ბრენდის Europcar Mobility Group-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ხოლო 2023 წლიდან – უზბეკეთის ტერიტორიაზე.
Europcar Georgia-ს ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით და, აგრეთვე, სატრანსპორტო მომსახურება. გარდა ამისა, კომპანიამ საქართველოში პირველმა დანერგა Auto Subscription სერვისი; პარტნიორობა დაამყარა საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც უკვე წლებია, ენდობიან Europcar Georgia-ს გუნდს.
Europcar Georgia-ს კიდევ უფრო გაზრდასა და საზღვრების გაფართოებას კომპანიაში უკავშირებენ სურვილს, იყვნენ საერთაშორისო ავტოგაქირავების კომპანიის წარმომადგენლები არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, ეს გაფართოება კი უზბეკეთით დაიწყეს.
