თეგეტას მორიგი, 30-მილიონიანი, მულტისავალუტო პროგრამა თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით წარმატებით მიმდინარეობს

· ჰოლდინგმა კაპიტალის ბაზარზე 10 მილიონი ევროსა და 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ჰოლდინგის“ ფასიანი ქაღალდების მორიგი მულტისავალუტო პროგრამის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. კაპიტალის მხარდაჭერით ჰოლდინგმა კაპიტალის ბაზარზე 5 მილიონი დოლარის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. მიმდინარე ემისია 2024 წლის მაისში დამტკიცებული 30-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის მეორე ტრანშია, ხოლო პირველი ტრანშის მოცულობა 10 მილიონი ევროთი განისაზღვრა, საიდანაც 7 მილიონი ევროს ობლიგაციები მაისშივე განთავსდა.
ევროს ვალუტაში ემიტირებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 6.75%-ით განისაზღვრება, აშშ დოლარის ობლიგაციებისათვის კი – 8.5%-ით. აღნიშნული ფასიანი ქაღალდები განკუთვნილია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისათვის. მათ შორის, რეზიდენტებისთვისაც და არარეზიდენტებისთვისაც.
პროგრამის ფარგლებში ობლიგაციების შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1 000 სავალუტო ერთეულია. ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ. ობლიგაციების ძირი თანხა კი ორი წლის თავზე დაიფარება.
მანანა ხინაშვილი, „ს“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი კიდევ ერთი მულტისავალუტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 10 მილიონი ევროსა და 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოვუშვით. ეს არის თეგეტას მორიგი ემისია, რომელიც მათ შორის ფიზიკური პირებისთვისაცაა განკუთვნილი.
თეგეტა ქართული კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. როგორც ორგანიზაციების, ისე ფიზიკური პირების მხრიდან დაინტერესება სულ უფრო იზრდება, რაც ჰოლდინგის მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. სწორედ მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ემისია, რომელშიც ფიზიკური პირებიც მონაწილეობენ, უკვე მეათედ განვახორციელეთ.
მოხარულები ვართ, რომ თეგეტას ობლიგაციონერების რაოდენობა ინტენსიურად მატულობს. ემისიის შემდგომ გამოთავისუფლებული სახსრები კი კომპანიის ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გააქტიურებას ხმარდება“.
მიმდინარე მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, ჯამურად გათვალისწინებულია 30 მილიონი ევროს ეკვივალენტის განთავსება. ემისიის შემდგომი ეტაპები, კომპანიის საჭიროების შესაბამისად, ევროში, დოლარში ან ლარში გამოიცემა და უახლოესი ერთი წლის ვადაში განხორციელდება.
მერი ჩაჩანიძე, ს მმართველი დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ფასიანი ქაღალდების მორიგი მულტისავალუტო პროგრამა ჩვენი მხარდაჭერით წარმატებით მიმდინარეობს. ევროსა და დოლარის ობლიგაციების გამოშვებით, როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს დაბანდების ალტერნატიულ და სხვადასხვა ვალუტაში დივერსიფიცირების შესაძლებლობას ვაძლევთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ემისიის შედეგად მიღებული ფინანსური რესურსით კომპანია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას შეძლებს. აღნიშნული მულტისავალუტო პროგრამა თიბისი კაპიტალისა და „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია“.
დღევანდელი მდგომარეობით „თეგეტა ჰოლდინგს“ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე 360 მილიონ ლარამდე ფასიანი ქაღალდები აქვს განთავსებული. თეგეტას ობლიგაციები დალისტულია საქართველოს საფონდო ბირჟის A ლისტინგში და ინვესტორები არიან როგორც საფინანსო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, ფიზიკური რეზიდენტი და არარეზიდენტი პირები, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ADB. ერთ-ერთი გამორჩეული ტრანზაქცია, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგმა“ ქართულ კაპიტალის ბაზარზე განახორციელა, 2023 წლის ივნისში 20 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაციების გამოშვება იყო. აღნიშნული ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში და ასევე რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში პირველი მწვანე ობლიგაციის განთავსებაა. ობლიგაციის ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად მწვანე პროექტებს მოხმარდება და დაფინანსდება ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტი. აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების აგენტი 2023 წლის ივნისში თიბისი კაპიტალი იყო.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.