თეგეტას მორიგი, 30-მილიონიანი, მულტისავალუტო პროგრამა თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით წარმატებით მიმდინარეობს

· ჰოლდინგმა კაპიტალის ბაზარზე 10 მილიონი ევროსა და 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ს“ ფასიანი ქაღალდების მორიგი მულტისავალუტო პროგრამის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. “ს” მხარდაჭერით ჰოლდინგმა კაპიტალის ბაზარზე 5 მილიონი დოლარის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. მიმდინარე ემისია 2024 წლის მაისში დამტკიცებული 30-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის მეორე ტრანშია, ხოლო პირველი ტრანშის მოცულობა 10 მილიონი ევროთი განისაზღვრა, საიდანაც 7 მილიონი ევროს ობლიგაციები მაისშივე განთავსდა.
ევროს ვალუტაში ემიტირებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 6.75%-ით განისაზღვრება, აშშ დოლარის ობლიგაციებისათვის კი – 8.5%-ით. აღნიშნული ფასიანი ქაღალდები განკუთვნილია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისათვის. მათ შორის, რეზიდენტებისთვისაც და არარეზიდენტებისთვისაც.