“თეგეტას” დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები „აუცილებლად გადაიდგმება”

„აუცილებლად გადაიდგმება“ – ასე პასუხობს „ ჰოლდინგის“ დამფუძნებელი BM.GE-ს კითხვას – აქვს თუ არა ბიზნესმენს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ იმედი, რომ დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.
თემურ კოხოძე აცხადებს, რომ სთან შეხვედრაზე თითქმის ყველაფერზე ისაუბრეს, მათ შორის ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე.
„კიდევ იქნება შეხვედრები, რომ განიმუხტოს ეს ყველაფერი, რაც აქ, ჩვენთან ხდება“, – ამბობს „ს“ დამფუძნებელი.
ირაკლი სთან ბიზნესის 100-მდე წარმომადგენლის შეხვედრა დღეს დაახლოებით 13:00 საათისთვის დაიწყო და 17:00 საათისთვის დასრულდა. 4-საათიანი შევხედრის შემდეგ ბიზნესმენების ნაწილი მედიასთან აცხადებდა, რომ პრემიერმა ისინი ევროინტეგრაციის ურყევ პროცესში დაარწმუნა, ხოლო კრიტიკულად განწყობილი ბიზნესის წარმომადგენლებს კიდევ შეხვდება. Freebusiness-ის პლატფორმის მოთხოვნების მხარდამჭერი ბიზნესების პოზიცია – ახალი ს მოთხოვნისა და ახალ წლამდე საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულების გათავისუფლება – ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს