„თეგეტამ“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ბრენდი ოფიციალურად წარადგინა

· ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა
“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონური ბრენდის მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკისთვის განკუთვნილი საბურავებით ამარაგებს. შეთანხმება მიმდინარე წლის იანვარში შევიდა ძალაში. Bridgestone-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ქართულმა კომპანიამ პარტნიორებსა და მომხმარებელს ბაქოში გამართულ ღონისძიებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში მდებარე სასტუმრო Four Seasons-ში ღონისძიებას, „თეგეტასა“ და Bridgestone-ის დელეგაციებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესწრეებისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.