თებერვალში ყველაზე მეტად ყურძენი, ატამი, მსხალი და ქლიავი გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა ყურძენი, ატამი, მსხალი და ქლიავი.
უფრო კონკრეტულად, გაძვირებული პროდუქტების ჩამონათვალი ასეთია:
· ყურძენი – 49.21%
· ატამი – 47.35%
· ქლიავი – 39%
· მსხალი – 31.7%
· ვაშლი – 31.3%
· ნიორი – 31%
· კივი – 25%
· ძროხის ხორცი – 11.77%
· წიწაკა – 11.74%
· კომბოსტო – 9.8%