საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა ყურძენი, ატამი, მსხალი და ქლიავი.
უფრო კონკრეტულად, გაძვირებული პროდუქტების ჩამონათვალი ასეთია:
· ყურძენი – 49.21%
· ატამი – 47.35%
· ქლიავი – 39%
· მსხალი – 31.7%
· ვაშლი – 31.3%
· ნიორი – 31%
· კივი – 25%
· ძროხის ხორცი – 11.77%
· წიწაკა – 11.74%
· კომბოსტო – 9.8%
