თებერვალში საქართველოში თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე ჩამოვა

თებერვალში საქართველოში თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე ჩამოვა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დოვლეტმირატ სეიტმამედოვი მათიკაშვილს შეხვდა, სადაც დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოწვევით, თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე ჩვენს ქვეყანას თებერვლის ბოლოს ეწვევა. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენი ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს თურქმენეთის მხრიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი იქნება საქართველოში. თურქმენეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამ ქვეყნის როლი „შუა დერეფნის“ პროექტის განხორციელებაში ძალიან დიდია. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“ – თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით მათიკაშვილმა.
ცნობისათვის, -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, თებერვალში აზერბაიჯანსა და სომხეთს -ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ეწვევა, რომელიც გააძლიერებს აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას. აშშ აპირებს, რომ გააგრძელოს სტრატეგიულ პარტნიორობა აზერბაიჯანთან, სომხეთთან კი მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას