თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 8.4%-ია.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია იყო მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი (FOB) 22.9%-ით გაიზარდა, საქონლის იმპორტი (CIF) 15.4%-ით შემცირდა, საგარეო სავაჭრო ბრუნვა კი – 6.9%-ითაა შემცირებული.