თებერვალში იაპონიის ექსპორტი 7,8%-ით გაიზარდა

2024 წლის თებერვალში იაპონიის ექსპორტი 7,8%-ით გაიზარდა წლიურად და 8,249 ტრილიონი იენა (55,3 მილიარდი დოლარი) შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მოხსენებაში.
მაჩვენებლის ზრდა ზედიზედ მესამე თვეა ფიქსირდება. Trading Economics-ის ცნობით, ანალიტიკოსები საშუალოდ 5,3%-იან ზრდას ელოდნენ. იანვარში ექსპორტი 11,9%-ით გაიზარდა.
სატრანსპორტო ტექნიკის მიწოდება საზღვარგარეთ 20,1%-ით გაიზარდა, მათ შორის, ავტომობილების – 23,8%-ით. სამრეწველო აღჭურვილობის ექსპორტი გაიზარდა 3,7%-ით, სამრეწველო საქონლის – 4,6%-ით, მათ შორის ფერადი ლითონების – 7,1%-ით.
ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 2,5%-ით, სამხრეთ კორეაში 1,4%-ით, -ში 18,4%-ით, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში 14,5%-ით. რუსეთში მიწოდება შემცირდა 33,6%-ით, ინდონეზიაში – 12,4%-ით.
იაპონური იმპორტი გასულ თვეში 0,5%-ით გაიზარდა და 8,629 ტრილიონი იენი შეადგინა. ზრდა პირველად დაფიქსირდა 2023 წლის მარტის შემდეგ.
ექსპერტების საშუალო პროგნოზი ვარაუდობს 2,2%-ით ზრდას იანვარში 9,8%-იანი ვარდნის შემდეგ.
ტანსაცმლის იმპორტი 27,5%-ით, სამრეწველო საქონლის 6,2%-ით, კომპიუტერების 27,8%-ით გაიზარდა. მინერალური საწვავის შესყიდვები შემცირდა 14,3%-ით, მათ შორის LNG 21,1%-ით.
ჩინეთიდან იაპონიაში მიწოდება გაიზარდა 16,9%-ით, აშშ-იდან 9,3%-ით, სამხრეთ კორეიდან 4%-ით, ხოლო ევროკავშირიდან 0,9%-ით. ს ფედერაციიდან იმპორტი შემცირდა 10,2%-ით, ავსტრალიიდან 29,1%-ით, ხოლო გერმანიიდან 2,9%-ით.