: ურიგო არ იქნებოდა UK-ის დაწესებულ შეზღუდვებზე სტრასბურგში შესულიყო საჩივარი

თეა წულუკიანის განცხადებით, “ურიგო არ იქნებოდა” თუ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის სანქციები აქვთ დაწესებულები, სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანდნენ.

“არ იქნებოდა ურიგო, როდესაც დიდი ბრიტანეთი ჩვენს მოქალაქეებს უწესებს რაღაცა ტიპის შეზღუდვებს, რომ ამ შეზღუდვებზე ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპული კონვენცია და ვინაიდან ეს ქვეყანა არის ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, სტრასბურგის სასამართლოში შესულიყო საჩივარი.

მგონია, რომ ამაზე ფიქრი დღესაც ღირს და არ არის გამორიცხული შედეგიანიც აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ აქ საუბარია საკუთრების უფლების შეზღუდვაზე, მაგალითად, თუ იქნებოდა საქართველოს ისეთი მოქალაქე, რომელსაც ისეთი შეზღუდვები დაუწესეს, რომ მან თავისი ბიზნესი ვეღარ განკარგა, აქ მაინცდამაინც პირველ რიგში არ ვგულისხმობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

შეიძლება სხვა ბიზნესმენებმა ან არაბიზნესმენებმა, რომლებმაც გარკვეული შეზღუდვა დაუწესდა, გაიაროს ყველა პროცედრული ეტაპი, როგორც არის წესი და რიგი, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, რომ დაირღვა მისი საკუთრების უფლება, თავისუფალი მიმოსვლის უფლება” – ამბობს წულუკიანი გადაცემაში უცნობის კიდობანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ

ევროკომისიის სპიკერი – ვნახეთ ამბები უკრაინაში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ – ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას