თეა წულუკიანი სტაჟიორებს – რომელმა იცით, ვის ეკუთვნის ისტორიული გამოთქმა „მიშა მოვდივარ“ – არ ვიცით, ამაში სამარცხვინო არაფერია, მაგრამ უნივერსიტეტებში უახლესი ისტორია, ალბათ, უკეთესად უნდა ვასწავლოთ

კითხვა მინდა დავსვა სტაჟიორების მიმართ – ვის ეკუთვნის გამოთქმა „მიშა მოვდივარ“, რომელმა იცით?! ხელი აწიეთ, ნუ მოგერიდებათ, – ამ შეკითხვით მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს.
წულუკიანმა მიმართვას „მიშა მოვდივარ“ „ისტორიული გამოთქმა“ უწოდა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებში უახლესი ისტორია, ალბათ, უკეთესად უნდა ასწავლონ.
„რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს, მაგრამ კოლეგები თუ არ გამიბრაზდებიან, კითხვა მინდა დავსვა, ოღონდ სტაჟიორების მიმართ, სანამ ბატონი ლევანი [გაჩეჩილაძე] შემოსასვლელად მოემზადება.
ჩვენი სტაჟიორები სერიოზული ხალხია, რაკი პარლამენტში მოინდომეს სტაჟირება, ალბათ, პოლიტიკაც აინტერესებთ, თორემ სხვა უწყებაში მოისურვებდნენ სტაჟირებას. ზოგი ჟურნალისტიკას სწავლობს, ზოგი სამართალმცოდნეობას ეუფლება, საერთაშორისო სამართალს, ეკონომიკას და ა.შ. ვის ეკუთვნის გამოთქმა „მიშა მოვდივარ“, რომელმა იცით?! ხელი აწიეთ, ნუ მოგერიდებათ. ვინ იცით, ვის ეკუთვნის გამოთქმა „მიშა მოვდივარ“… არ ვიცით, ამაში სამარცხვინო არაფერი არ არის, მაგრამ უნივერსიტეტებში უახლესი ისტორია, ალბათ, უკეთესად უნდა ვასწავლოთ იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული გამოთქმა და ამ გამოთქმის ავტორს მოვუსმენთ ახლა, ჩვენ და უკვე აქედან რომ წახვალთ, ისტორიის გაკვეთილიც მიღებული გვექნება ყველას ერთად“, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია