„ჩემზე სანქციას რა აზრი აქვს? პარიზი მაქვს სანახავი, ვაშინგტონი, თუ რა აზრი აქვს? სასაცილო ხდება უკვე ეს ყველაფერი. როდესაც შენ, ამ შემთხვევაში მე და ჩემს თანაგუნდელებს, გვასანქცირებენ იმიტომ რომ, ვართ ე.წ. enablers (ხელშემწყობი) ამიტომ გვასანქცირებენ, ანუ რატომ გვასანქცირებენ? – რომ ჩვენ არ ვღალატობთ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ გვასანქცირებენ, რომ დამხმარეები ვართ, მისი კურსის გატარებას ვეხმარებით. […]
აგერ ვართ და დაგვასანქცირეთ. ჩვენ ვინც ვართ, არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით გვერდზე გადგომას იმიტომ რომ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, ოჯახს ხაზს ვუსვამ, ამდენი ხანია პოლიტიკაში ვართ და კიდევ ერთხელ უფრო ღრმად დავრწმუნდი, გარშემოც ვუყურებ, ხომ ბევრნი ვართ ჩვენ არ ვართ ცოტა გუნდში, ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსისთვის, მითუმეტეს ის, ვინც საფრთხეების წინაშე დგას ოჯახი, ამიტომ მადლიერებით ყოველთვის ოჯახი უნდა აღინიშნოს. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, დღეს ჩვენ უკრაინაც კი არ ვიქნებოდით”, – თქვა თეა წულუკიანმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე”.