თეა წულუკიანი – „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იმ მოვლენების შედეგად მოვიდა, რომელსაც რევოლუცია მცდარად დაერქვა – ჩვენ ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ ეს ხავერდოვანი რევოლუცია არ იყო!

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იმ მოვლენების შედეგად მოვიდა, რომელსაც რევოლუცია მცდარად დაერქვა – ჩვენ ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ ეს ხავერდოვანი რევოლუცია არ იყო! ეს იყო ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
წულუკიანი ამბობს იმასაც, რომ „სახელმწიფო გადატრიალებიდან“ მომდევნო თვეებში ჩატარებული გაყალბებული იყო და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში გაყალბებული ს შედეგად მოვიდა.
„ამაზე სტრასბურგის სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა. მაშინ ს ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს თემა გამოიკვეთა და კომისიის დასკვნის შესავალ ნაწილში – თუ ვინ როგორ მოვიდა ხელისუფლებაში, მოხსენიებული იქნება.
ხელისუფლებაში მავნებელი ძალა მოვიდა და ეს ძალა ხელისუფლებაში გადატრიალებით და გაყალბებული არჩევნებით მოვიდა.
ეს შესავალში ნაჩვენები იქნება კონკრეტულად და დოკუმენტებზე დაფუძნებულად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ვადის ერთ თვით – 5 აგვისტომდე გაგრძელების საკითხს იხილავს.