თეა წულუკიანი: მინდა მას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო (განსაკუთრებით მის ამფსონებს და გარემოცვას), რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ

„ბატონმა გახარიამ თავისი პარტიის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა „ქარდი“ და თქვა, გამორთვებს არ ვართო. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მისი ჩართვის შესახებ თხოვნა დაგვეკმაყოფილებინა.
მე პირადად არ მინდა ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, მას მართლაც აქვს განზრახული რომ ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს, ამიტომ მე მინდა მას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო (განსაკუთრებით მის ამფსონებს და გარემოცვას), რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ამ თმენის ვალდებულებას აქვს თავისი ლიმიტი და ნებისმიერი ქმედება მისი მხრიდან, რომელიც გულისხმობს სხდომის ჩაშლას ამა თუ იმ ფორმით, პირდაპირ ჩაითვლება ჩვენი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა. შემდეგ კომპეტენტური პირები მისცემენ კვალიფიკაციას. ამიტომ, იმედი მაქვს 16:00 საათზე ჩანიშნული სხდომა მშვიდობიანად ჩაივლის,“ – თქვა თეა წულუკიანმა.
 პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით დღეს დისტანციურად გამოიკითხება. გამოკითხვა 16:00 საათზე უნდა დაიწყოს.