თეა წულუკიანი: მე მაგალითად უკვე დამასანქცირა ბატონმა ზელენსკიმ, მინდა გითხრათ, რომ კლოუნები ჩემთვის 40 წლის წინ იყო საინტერესო

მე მაგალითად უკვე დამასანქცირა ბატონმა ზელენსკიმ, მაგრამ როგორც ხედავთ თავს მშვენივრად ვგრძნობ, მინდა გითხრათ, რომ კლოუნები ჩემთვის 40 წლის წინ იყო საინტერესო, დღეს ეს ნაკლებად საინტერესოა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

წულუკიანი გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრების დანასქცირების შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს.

„ხელისუფლებაში როცა ხარ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად და მთავარი მიზანი არ უნდა გამოგრჩეს. ამიტომ ვარ ამ ხელისუფლების წევრი, რომ ჩვენთვის მთავარი არის მთავარ ადგილზე. თუ უნდათ დაგვასანქცირონ, თუ გნებავთ ჩვენ კონკრეტულ დიპლომატიურ პასპორტებზე ნუ იქნება უვიზო მიმოსვლა, მაგრამ არ დაზიანდეს ხალხი, სახელმწიფო“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…