: მე ვარ დასანქცირებული

სადავო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე , რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ სანქცია დაუწესეს. „იმედის“ ეთერში მას არ დაუკონკრეტებია, რომელმა ქვეყანამ გამოიყენა მის წინააღმდეგ სანქცია, თუმცა თქვა, რომ ეს უკავშირდება პოლიტიკაში მის გადაწყვეტილებებს.
„მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ მე დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ რომ მიკეთია [ხოლმე], მის მაგივრად მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი. თუ ჩავთვლი, რომ სანქცია არის ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავი, რომ ვარ მე მიუღებელი.
რატომ ვარ მიუღებელი?! მე ხომ არაფერი დამიშავებია?! იმიტომ ვარ მიუღებელი, რომ მე ვარ განსხვავებული, მე მაქვს განსხვავებული აზრი, რომ არ გეთანხმები, გაკრიტიკებ, რომ მე ისეთი რიტორიკა მაქვს, რომელიც შენ გაწუხებს. გეუბნები, რომ მე, ევროპელი, ქართველი, რომელიც შენთან ერთად გავიზარდე, ერთ ევროპაში, ერთ ღირებულებებით, მე დღეს ვფიქრობ, რომ რაღაც არ არის კარგად, ორგანიზმში არის ვირუსი და შენ ეს არ მოგწონს და მომაკარი იარლიყი სანქციის სახით…
მე და საქართველოს ჩემნაირი მოქალაქეები ყველაფერს ავიტანთ იმიტომ, რომ ვიცით, რისთვის კეთდება ეს…“ – თქვა თეა წულუკიანმა.
რამდენიმე თვის წინ თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს უსაყვედურა, რადგან ბრიტანული სანქციების შემდეგ მთავრობას არ მოუწოდა, სტრასბურგის სასამართლოში ეჩივლა.
„თქვენ მაშინ უნდა მოგეწოდებინათ საქართველოს მთავრობისთვის, რომ შეიტანე საქმე სტრასბურგის სასამართლოში ბრიტანეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარიო. აი, ეს არის თქვენი საქმე. მე ამას არ უნდა ვიძახდე, თქვენ უნდა იძახდეთ“, – მიმართა წულუკიანმა ლევან იოსელიანს 10 ივნისს, როცა ომბუდსმენი პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენდა.

დასავლურ ქვეყნებს „ქართული ოცნების“ ლიდერების, წევრებისა და მათთან დაკავშირებული 200-ზე მეტი ადამიანისათვის აქვთ დაწესებული სხვადასხვა ტიპის სანქცია.
სანქცირების პოლიტიკა გააქტიურდა 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ – „ქართული ოცნების“ განცხადებისა და შემდგომი საპროტესტო დემონსტრაციების დარბევის ფონზე.
სანქცირებულთაგან 119-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული როგორც -ის, ისე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის მიერ.
-მ გასული წლის 27 დეკემბერს დაუწესა ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ასევე – ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, გდდ-ის ყოფილ დირექტორ ზვიად ხარაზიშვილსა და სხვებს. გომელაურმა და ხარაზიშვილმა, – რომლებიც სანქცირების შემდეგ დააჯილდოვეს, – პოსტები დატოვეს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }