თეა წულუკიანი: …მაგრამ ის ქართველია, ქართველი ქალი რეჟისორია, ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის იღწვის და მინდა, მასაც დიდი წარმატება ვუსურვო

კულტურის მინისტრის, ს ცნობით, ვენეციის სასამართლომ რეჟისორ რუსუდან გლურჯიძეს ნება დართო, თავისი ფილმის ჩვენება ვენეციის ფესტივალზე გააგრძელოს. ამის შესახებ წულუკიანმა TV იმედზე ილაპარაკა.

“მინდა გამოვეხმაურო ვენეციის ფესტივალს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და ყველას მოგილოცოთ ორი, ძალიან მაღალი დონის ქართველი რეჟისორი ქალის წარდგენა. ესენი არიან დეა კულუმბეგაშვილი და რუსუდან გლურჯიძე. ქალბატონ რუსუდანს სირთულეები შეხვდა ვენეციაში, შუაგულ ევროპაში მისი ფილმი ცენზურის მსხვერპლი გახდა, თემატიკიდან გამომდინარე. დღეს მოსალოცი ამბავი შევიტყვეთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს, ასევე პირველ რიგში ჩვენი კინოცენტრის, ევროპელ რეჟისორთა ასოციაციის და სხვა ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით, ვენეციის სასამართლომ თავისი უსამართლო გადაწყვეტილება უკან წაიღო და ქალბატონ რუსუდანს დართო ნება, გააგრძელოს თავისი ფილმის ჩვენება ვენეციის ფესტივალზე.

მე ორივე ქალბატონს მინდა, ვუსურვო დიდი წარმატება. ამ ბოლო ფილმში [ანტიკვარი] ქართული სახელმწიფოს წვლილი არის დიდი. ქალბატონი დეას შემთხვევაში, რომელიც მართლაც თვითნაბადი ნიჭია, ჩვენი როლი არ იყო, მაგრამ ის ქართველია, ქართველი ქალი რეჟისორია, ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის იღწვის და მინდა, მასაც დიდი წარმატება ვუსურვო“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

ვენეციის კინოფესტივალზე რუსუდან გლურჯიძის ფილმის The antique-ს ჩვენება საავტორო უფლებების შესახებ დავის გამო რამდენიმე დღის წინ შეჩერდა. შემადგენლობიდან მოიხსნა როგორც 28 აგვისტოს პრესისათვის დაგეგმილი ჩვენებები, ისე 30 აგვისტოსა და 6 სექტემბრის საჯარო ჩვენებები.

სურათი ჩვენებიდან ვენეციის სასამართლოს საგანგებო განკარგულების საფუძველზე მოიხსნა.

როგორც რეჟისორი “ანტიკვარზე” აღნიშნავს: “ინსპირირებული იყო რეალური მოვლენებით, რომლებმაც დიდი უბედურება გამოიწვია ჩემი ქვეყნისთვისაც და პირადად ჩემთვისაც. ეს სასტიკი დეპორტაციის კამპანია მიმართული იყო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს იყო ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების შედეგი. პირველ დღეებში 2680 ქართველი გააძევეს”.

ცნობისთვის, რუსუდან გლურჯიძე 2023 წელს კინოცენტრის წინააღმდეგ პროტესტს, კინემატოგრაფისტების ბოიკოტს არ შეუერთდა.

ეროვნული კინოცენტრის ადმინისტრაციამ გლურჯიძე ერთ-ერთი კონკურსის ჟიურის წევრად დანიშნა. ჟიურის სხვა წევრებს შორის იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდრავა და POSTV-ის პროპაგანდისტი ბაჩო ოდიშარია.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”