თეა წულუკიანი ლევან იოსელიანს – მანიპულირება გადაწყვიტეთ და ალბათ, იმედი გქონდათ, რომ შენიშვნას არ მოგცემდით – კი არ გთხოვთ, შეგვაქოთ ან აძაგოთ ვინმე, ვინც გარეთაა, გთხოვთ, იყოთ ობიექტური

ჩვენ თქვენ იმას კი არ გთხოვთ, რომ შეგვაქოთ ან ვინმე აძაგოთ, ვინც გარეთაა, ჩვენ თქვენ გთხოვთ და ეს კანონში გიწერიათ, რომ იყოთ ობიექტური, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თეა წულუკიანმა, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
ს თქმით, სახალხო დამცველის ავტორიტეტს ობიექტურობა ქმნის, თუმცა ანგარიშის წარდგენისას ლევან იოსელიანი არაობიექტური იყო.
„ეს სამწუხაროა ჩემთვის, მაგრამ უნდა ვთქვა, თქვენ უბრალოდ გადაწყვიტეთ მანიპულირება რეალობებით და ტრიბუნიდან განაცხადეთ ის, რაც იყო არაობიექტური და ალბათ, გქონდათ იმის იმედი, რომ ჩვენ აქ შენიშვნას არ მოგცემდით.
რაც შეეხება ობიექტურობას, ბატონო ლევან, თქვენ მგონი, რაღაც ვერ გაიგეთ და შევეცდები ავხსნა, ჩვენ თქვენ იმას კი არ გთხოვთ, რომ შეგვაქოთ, ვინმე შეაქოთ ან ვინმე აძაგოთ, ვინც გარეთაა, ჩვენ თქვენ გთხოვთ და ეს კანონში გიწერიათ, რომ იყოთ ობიექტური და თქვენი გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, არ იყავით ობიექტური. თქვენ შეგეძლოთ მაგალითისთვის გეთქვათ, რომ აშენდა ლაითურის ციხე, მაგრამ გადატვირთულობის პრობლემა მაინც არის. ეს არის ობიექტურობა, ეს არის ის, რაც ქმნის სახალხო დამცველის ავტორიტეტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.