თეა წულუკიანი – კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საზიანო ნაბიჯები გადადგა – მას გარე ძალების იმედი უნდა ჰქონოდა

კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს – სააკაშვილს კონკრეტული გარე ძალების იმედი უნდა ჰქონოდა, რის გამოც 2004 წლიდან მიზანმიმართულად მიჰყავდა ქვეყანა დაპირისპირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ მეტად დამძიმებისკენ, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
წულუკიანის თქმითვე, როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე ირაკლი ბათიაშვილმა და სხვა პირებმა აღნიშნეს, 2006 წელს სა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა რუსეთს საჩუქრად მიართვა ორი მთავარი წინაპირობა, რამაც 2008 წელს ს მიერ კოდორის ხეობის ოკუპაცია გაადვილა.
„ჩვენს ხელთ არსებული ფაქტებისა და გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს. მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მილიტარისტული და უპასუხისმგებლო პოლიტიკა კიდევ უფრო გამძაფრდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ს გარდაცვალების შემდეგ.
2004 წლიდანვე გაუქმდა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხული ყველა პირის ერთსულოვანი მოსაზრებით, კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს შორის მნიშვნელოვან სამშვიდობო ფუნქციას ასრულებდა. ასევე, ცხინვალის რეგიონში დაიხურა ეუთო-ს ეგიდით მიმდინარე ჯანდაცვის, სოციალური, ჰუმანიტარული, კულტურული არაერთი პროგრამა, რაც რეგიონში მცხოვრები ქართველებისა და ოსების ერთიანობისათვის დამატებითი დარტყმა აღმოჩნდა.
2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატის დამყარების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს „შემდეგი ცხინვალია“. მიხეილ სააკაშვილს რომ მსგავსი შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც გამოხატავდა წუხილს, რაც მან თავის მემუარებში აღწერა კიდეც.
2004 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ ქარელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ცხინვალის რეგიონზე ძალისმიერი მეთოდით კონტროლის აღდგენა უკვე გადაწყვეტილი, უფრო მეტიც, შეთანხმებული იყო, რადგან მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ უთხრა, რომ „ამერიკელები მიხედავენ რუსებს“.
კონდოლიზა რაისის მოგონებების ფონზე, იკვეთება რომ მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული გარე ძალების იმედი უნდა ჰქონოდა, რის გამოც 2004 წლიდან მიზანმიმართულად მიჰყავდა ქვეყანა დაპირისპირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ მეტად დამძიმებისკენ.
2007 წლის 8 მაისს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მისი მხრიდან 1991 წელს გაუქმებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ავტონომიური ოლქის აღდგენისკენ მიმართული ეს ნაბიჯი სავალალო აღმოჩნდა, რადგან სრულად მშვიდობიანი და 1992 წლებიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ახალგორის მუნიციპალიტეტი ხელოვნურად მოაქცია კონფლიქტის ზონაში, რაც საბოლოოდ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა.
როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე ირაკლი ბათიაშვილმა და სხვა პირებმა აღნიშნეს, 2006 წელს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა რუსეთს საჩუქრად მიართვა ორი მთავარი წინაპირობა, რამაც 2008 წელს რუსეთის მიერ კოდორის ხეობის ოკუპაცია გაადვილა. პირველი, ხეობის დამცველი ბრძოლისუნარიანი ადგილობრივი მოსახლეობა განიარაღდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მათმა წინააღმდეგობამ და მედეგობამ ქალებისა და კაცებისა, ბევრ აგრესიას გაუძლო. ს ეს დიდი ტერიტორია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ სწორედ ამ გზით ნარჩუნდებოდა. ხეობაში მძიმედ შეიარაღებული დანაყოფების შეყვანით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვიეს 1994 წლის 14 მაისის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც ამას კრძალავდა. რუსეთმა მოცემული ფაქტი დაუყოვნებლივ გამოიყენა. გაეროს უშიშროების საბჭოზე დააყენა ქართული მხარის ხელშეკრულების დარღვევის საკითხი და შესაბამისი რეზოლუციაც მოიპოვა, რაც საქართველოსთვის საზიანო იყო. ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს შეუქმნეს ის სამართლებრივი საბაბიც, რაც რუსეთმა სათავისოდ და საქართველოს საზიანოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.