თეა წულუკიანი: ილია სულამანიძეს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ თავისი კარიერა მომავალში წარმატებით წარმართოს

„ილია სულამანიძეს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ თავისი კარიერა მომავალში წარმატებით წარმართოს”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მან პარიზის ოლიმპიადაზე ილია სულამანიძის ასპარეზობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„დარბაზში უკიდურესად მაღალი ხარისხის დაძაბულობა იყო. ერთი ხელის გაწვდენაზე იყო ოქროს მედალი, მაგრამ ჩვენ ვერცხლის ოლიმპიური მედალი მივიღეთ და ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამარჯვებაა და გაკვეთილიც“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.