თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

კულტურის მინისტრი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან გიზო ჟორს საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. წულუკიანის ამ გამოსვლის ვიდეო „პუბლიკამ“ გამოაქვეყნა.
„უნდა დაგემშვიდობოთ. მე ხვალ მაქვს ბოლო სამუშაო დღე… მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან [პარლამენტში] ჩემნაირ იურისტს. ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს. ეს ხანდახან პრობლემაა. ვნახავთ… ალბათ, როლიც გაირკვევა, რა მაქვს მონიჭებული“, – თქვა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა პოსტი 2021 წელს დაიკავა. იგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიის ათეულშია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა